გაყიდვების გუნდებისა და ქოლ-ცენტრებისთვის
თქვენი საუკეთესო გამყიდველი ყველა ზარზე ვერ დაჯდება. ეს კი — დიახ.
AI Whisper უსმენს ცოცხალ ზარებს, აფასებს თითოეულს თქვენივე მეთოდოლოგიით და ოპერატორს ეუბნება შემდეგ ნაბიჯს ზარის მიმდინარეობისას. არა შერჩევით — ყველა ზარი.
ზარი #10482 — იგივე ზარი შეფასებულია შემდეგ ეკრანზე.
პილოტები, პარტნიორები და კლიენტები










პროდუქტი
ექვსი ეკრანი. სულ ესაა.
მენეჯერი ორშაბათს ხსნის და 09:15-ზე უკვე იცის, რა გააკეთოს. ქვემოთ ნამდვილი პროდუქტია.
მიმოხილვა
საუბრების განაწილება
გუნდის წევრები
| ოპერატორი | ზარები | ხარისხი | დინამიკა |
|---|---|---|---|
| ოპ. 100 | 474 | 78 | სტაბილური |
| ოპ. 300 | 476 | 72 | უმჯობესდება |
| ოპ. 200 | 463 | 54 | საჭიროებს ქოუჩინგს |
სად გავამახვილოთ ყურადღება
საუბრები
| ზარი | ოპერატორი | თარიღი | ხანგრძ. | ქულა | სიგნალი |
|---|---|---|---|---|---|
| #10482 | ოპ. 200 | 12 მარტი, 10:34 | 13:12 | 68 | გახსნის მიზანი გაურკვეველია |
| #10483 | ოპ. 200 | 12 მარტი, 11:08 | 08:45 | 54 | კვალიფიკაცია არ ჩატარდა |
| #10484 | ოპ. 300 | 12 მარტი, 12:20 | 17:03 | 71 | შემდეგი ნაბიჯი არ დადასტურდა |
| #10485 | ოპ. 100 | 12 მარტი, 14:02 | 11:36 | 86 | ძლიერი კონტაქტი — მაგალითი |
| #10486 | ოპ. 300 | 13 მარტი, 09:15 | 06:52 | 62 | დახურვა ნაჩქარევი |
| #10487 | ოპ. 100 | 13 მარტი, 10:40 | 14:28 | 79 | სიგნალი არ აღმოჩნდა |
1–6 / 1,413 · გვერდი 1
ოპერატორი 200 · საუბარი #10482
ტრანსკრიფცია
გირეკავთ, რომ გავიგო, როგორ ხდება ეს პროცესი ახლა თქვენს გუნდში.
სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მესმის, რაზეა საუბარი.
შემიძლია უფრო დეტალურად აგიხსნათ, რას აძლევს ეს თქვენს გუნდს.
მსგავსი გადაწყვეტები უკვე გვინახავს.
მაშინ მომავალ კვირას შეხვედრას დავნიშნავთ?
00:26 / 13:12
სქორქარდი
ქოუჩინგი
გახსნის სიცხადე — ოპერატორი 200
145 ზარში მიზანი პირველ წუთში არ ითქვა. გადახედე 5 რეპრეზენტატულ საუბარს და გადააწყვე გახსნის სტრუქტურა.
შემდეგი ნაბიჯის დადასტურება — ოპერატორი 300
99 ზარი დასრულდა კონკრეტული შეთანხმების გარეშე.
კონტაქტი და ფოლოუ-აპი — ოპერატორი 100
16 ზარი გამოდგება სასწავლო მაგალითად — ამოიღე და გაუზიარე.
გახსნის ქულა · ოპერატორი 200
პროგრესი · 4 კვირა
+18 ქულა ქოუჩინგის დაწყების შემდეგ
მენეჯერის კვირა
AI აჩვენებს სიგნალს. გადაწყვეტილებას იღებს მენეჯერი.
სქორქარდები
შაბლონები
7 კრიტერიუმიაქტიური
6 კრიტერიუმი
8 კრიტერიუმი
5 კრიტერიუმი
ცივი ზარი — გახსნა · აქტიური
| კრიტერიუმი | აღწერა | წონა |
|---|---|---|
| ვინაობა | ნათლად ამბობს ვინ არის და საიდან | 15% |
| დარეკვის მიზეზი | მიზანი კონკრეტული და რელევანტურია | 15% |
| პერსონალიზაცია | აჩვენებს კლიენტის კონტექსტის ცოდნას | 15% |
| ღირებულება | სარგებელი ითქვა მოკლედ და გასაგებად | 15% |
| ნებართვა | ითხოვს დროს ან ინტერესს | 10% |
| გახსნის კითხვა | იწვევს პასუხს, არა დიახ/არა | 15% |
| კაუჭი 30–45 წმ | ქმნის ინტერესს პირველ წუთში | 15% |
ჯამური წონა: 100%
გუნდი
- ძლიერიკონტაქტი, ფოლოუ-აპი
- გასაუმჯობესებელიშედავებასთან მუშაობა
- დავალებამაგალითების გაზიარება გუნდთან
- ძლიერიაღმოჩენა, სიცხადე
- გასაუმჯობესებელიშემდეგი ნაბიჯის დადასტურება
- დავალებადახურვის 5 მომენტის განხილვა
- ძლიერიტემპი, ტონი
- გასაუმჯობესებელიგახსნის მიზანი, კვალიფიკაცია
- დავალებაგახსნის სტრუქტურის გადაწყობა
გუნდის სიგნალები
| გახსნის სიცხადე | გუნდის სუსტი წერტილი |
| აღმოჩენის კითხვები | სტაბილურად ძლიერი |
| შემდეგი ნაბიჯი | უმჯობესდება |
ყველა შეფასება ბრუნდება ჩანაწერზე.
როგორ მუშაობს
მთელი ციკლი ზარის მიმდინარეობისას სრულდება.
სხვა ინსტრუმენტები გუშინდელ ზარზე გეუბნებიან რა არ გამოვიდა. ეს კი მიმდინარე ზარს ცვლის.
გადაასრიალეთ სრული ნაკადის სანახავად →
შედეგები
გაზომილი — მეთოდის მითითებით.
საუბარი შეფასდა ერთ 30-დღიან პერიოდში
Gridline Auto-ს პილოტი · 3 ოპერატორი · ყველა დასრულებული ზარი, 51სთ 11წთ
ამ ზარებიდან გამოიკვეთა მენეჯერის ყურადღების ღირსად
19% სუსტი, 28% ძლიერი · დანარჩენს ჩარევა არ სჭირდებოდა
ქულით გაუმჯობესდა გახსნის სიცხადე ოთხ კვირაში
ოპერატორი 200 · 42 → 60 · მენეჯერის ყოველკვირეული განხილვა
თითოეულ ციფრს თან ახლავს შერჩევა, პერიოდი და შედარება.
რა იცვლება
სამი პრობლემა ქრება.
ზარების მოსმენა შაბათ-კვირას
ყოველი ზარი უკვე შეფასებულია თქვენივე კრიტერიუმებით, სანამ ლეპტოპს გახსნით. ორშაბათის საუბარი ეხება იმას, რაც ზარზე მოხდა და არა იმას, სწორად შეარჩიეთ თუ არა ზარები.
მიხვედრა, რაზე ვაქოუჩინგოთ
145 სუსტი ზარი ერთი და იმავე მიზეზით — ეს აზრი კი არა, სამუშაო სიაა. პროდუქტი ასახელებს ქცევას, ოპერატორს და ხუთ ზარს, რომელიც ამას ადასტურებს, შემდეგ კი ზომავს, დაიძრა თუ არა ციფრი.
ახალი ოპერატორის სწავლება პრეზენტაციით
ახალი ოპერატორები სწავლობენ იმ თექვსმეტ ზარზე, რომელიც თქვენმა საუკეთესომ ნამდვილად კარგად ჩაატარა და საჭირო ფრაზას იღებენ სწორედ მაშინ, როცა სჭირდებათ.
ფასები
თითო ადგილზე, თვეში. ზარების ლიმიტის გარეშე.
ყველა პაკეტი მოიცავს ულიმიტო ზარებს, ქართულსა და ინგლისურს და თანხმობის შეტყობინებას ყოველ ზარზე. იხდით ადგილებში და არა წუთებში.
- ერთი სქორქარდი თქვენს ზარებზე დაყრდნობით
- ყველა ზარი შეფასებული, ცოცხალი მინიშნებები პირველივე დღიდან
- წერილობითი დასკვნა ბოლოს — რჩება თქვენთან
- ცოცხალი მინიშნებები, სქორქარდები და ქოუჩინგის სია
- ოთხი სქორქარდის შაბლონი, თქვენით რედაქტირებადი
- CRM-ში ჩაწერა და კალენდრის ინტეგრაცია
- ტრანსკრიფციის 90-დღიანი შენახვა, კონფიგურირებადი
- ულიმიტო სქორქარდები და წონების კონფიგურაცია
- SSO, აუდიტის ჟურნალი და როლებზე დაფუძნებული წვდომა
- ხელმოწერილი DPA, DPIA პაკეტი და EU რეზიდენტობა
- კვარტალური კალიბრაცია თქვენს QA ლიდერთან
კონფიდენციალურობა
ზარის ყველა მონაწილემ იცის. მონაცემები ევროკავშირს არ ტოვებს.
შექმნილია იურისტის მიერ, რომლის სადოქტორო კვლევაც სწორედ ამ საკითხს ეხება. კონფიდენციალურობა აქ არქიტექტურის ნაწილია.
გამოცხადებული, აღრიცხული შეტყობინება, რომელსაც ყველა მონაწილე ხედავს. ჩუმი ჩაწერა — არასდროს.
თანხმობის წესები ქვეყნების მიხედვითაა კონფიგურირებული — გადაწყვეტილებას ოპერატორი არ იღებს.
აუდიო მუშავდება და იშლება. ტრანსკრიფცია ინახება 90 დღე — ვადის შემცირება შეგიძლიათ.
დამუშავება და შენახვა ევროკავშირში, გამოქვეყნებული ქვე-დამმუშავებლების სიით.
სამართლებრივი საფუძველი დოკუმენტირებული, გამჭვირვალობის ვალდებულებები დაცული, DPIA შაბლონი მოწოდებული.
ყოველი შეფასება უკავშირდება ჩანაწერის კონკრეტულ წამს. აუხსნელი არაფერია.
ნახეთ, რას კარგავდნენ თქვენი ზარები.
გამოსცადეთ AI Whisper ერთ ნამდვილ ზარზე — თქვენი კონტექსტი, ნამდვილი მინიშნებები. სლაიდების გარეშე.